კ. ჩაჩავას ქუჩა 4 , თბილისი, სართული 17
ჩვენი გუნდი

ნათია დევდარიანი

კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნათია დევდარიანი წლებია სუროგაციის და დონაციის სფეროში წარმატებით მუშაობს და საუკეთესო ბიზნეს რეპუტაციით სარგებლობს. აქვს ორი უმაღლესი განათლება, პროფესიით ექიმი გინეკოლოგი და ჟურნალისტი.

"12 წელია, რაც სუროგაციის და დონაციის სფეროში ვმუშაობ. დაგროვილმა გამოცდილებამ მიმაღებინა გადწყვეტილება, რომ დამეარსებინა სუროგაციის და დონაციის ცენტრი „ბედნიერი ოჯახი“, რათა უფრო მასშტაბურად და მეტი პასუხისმგებლობით ჩავდგომოდი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს სათავეში. პირადად ჩემი დიდი სურვილი და უზარმაზარი ენთუზიაზმი უძღვოდა ამ ყველაფერს წინ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ასობით ბავშვი იბადება ჩემი კომპანიის მეშვეობით და უამრავ ოჯახში შეგვაქვს ბედნიერება და სიხარული. პირადად ვარ ჩართული კომპანიის ყველა საქმიანობაში, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნა. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადებას."

TEL : (+995) 568 40 50 50

E-mail: info@surogationcenter.com;

 natia@surrogationcenter.com 

 

 

ნინი ჩირგაძე

ნინის განათლება აქვს მიღებული კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტში,მისი სპეციალობა არის საერთაშორისო ურთიერთობები. ამჟამად ის  განაგრძობს სწავლას მაგისტრის წოდებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტზე. მას აქვს გამოცდილება მიღებული საბანკო და ბიზნესის სფეროში . ასევე გაიარა საერთაშორისო ფსიქოლგიური კურსი. ჩვენს კომპანიაში ის არის კომპანიებთან და პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი.

ენები: ქართული, ინგლისური

Tel :  (+995) 596 23 50 50

E-mail : nino@surrogationcenter.com