ჩვენი ცენტრი გთავაზობთ სუროგატი დედების და კვერცხუჯრედის დონორების ვრცელ ბაზას, საიდანაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი კანდიდატი.მათი ბაზაში მოხვედრა ხორციელდება მრავალი პროცედურის გავლით. ისინი გადიან ფსიქოლოგიურ და სამედიცინო გამოკვლევებს, ყურადღება ექცევა განათლებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. დონორების ასაკი მერყეობს 20 დან 32 წლამდე ,ხოლო სუროგატი დედების 20 დან 38 წლამდე. "Happy Family" -ს დახმარებით უამრავ წყვილს ეყოლა შვილი. ჩვენ ვზრუნავთ ორსულ დედაზე და ვაწარმოებთ მონიტორინგს მთელი ორსულობის განმავლობაში . დროულად ვაწვდით ინფორმაციას პოტენციურ მშობლებს ორსულობის მიმდინარეობის და ჩატარებული გამოკვლევების შესახებ.
მარტივად ვაგვარებთ დოკუმენტაციას, დაბადების მოწმობის ასაღებად საჭირო პროცედურა მარტივია და არ საჭიროებს დამატებით იურისტების ჩარევას .
კომპანია გთავაზობთ საქართველოში ექსკლუზიურ გარანტირებულ პაკეტს, რომლის თანახმადაც, თქვენ მცდელობების ნებისმიერი რაოდენობის მიუხედავად, აუცილებლად გეყოლებათ შვილი.
გესტაციური სურიგაციისას პოტენციური მშობლები იღებენ ემბრიონს IVF-ის გზით . ერთი ან ორი ემბრიონი გადაყავთ სუროგატი დედის საშვილოსნოში, სადაც ხდება ბავშვის ან ბავშვების ზრდა და განვითარება . სუროგატ დედასა და ბავშვებს შორის არ არსებობს გენეტიკური კავშირი.
სუროგაციის პროცესი იწყება ჩვენთან უფასო კონსულტაციით. ჩვენ გაგაცნობთ ჩვენს პროგარამას და მომსახურების პაკეტებს , ასევე გაგესაუბრებით და გიპასუხებთ ყველა არსებულ კითხავაზე. შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით ან დაკვიკავშირდეთ ტელეფონით.
პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ჩვენ, როგორც წესი, ვეუბნებით პოტენციურ მშობლებს, რომ პროცესის ხანგრძლივობა, კონტრაქტზე ხელის მოწერიდან, დაახლოებით წელიწადი ან წელიწადნახევარი გრძელდება. შესაძლებელია უფრო მოკლე ან ხანგრძლივი პერიოდი, რაც დაკავშირებულია IVF მკურნალობის მიმდინარეობაზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ საუკეთესო IVF კლინიკებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამოდენიმე კლინიკასთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ სხვადასხვა ფასები და სერვის პაკეტები. ჩვენ ვურჩევთ პოტენციურ მშობლებს თუ რომელი კლინიკა სარგებლობს მაღალი რეიტინგით და აქვს ყველაზე მაღალი შედეგები, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ უცხოურ კლინიკებთან, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება თუ რომელ კლინიკაში სურთ მშობლებს პროცესის ჩატარება მთლიანად მათზეა დამოკიდებული.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სუროგაციის გზით შვილის ყოლა შეუძლია, მხოლოდ სრულწლოვან გეტეროსექსუალურ წყვილს.
გაყინული ემბრიონები ინახება თქვენს მიერ შერჩეულ IVF კლინიკაში და მათი გამოყენება შესაძლებელია მეორე სუროგაციის პროცესისთვის . იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტთ მათ სხვაგან გადაყვანას, კლინიკა ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რომ ეს პროცესი წარმატებულად განხორციელდეს.